-share.jpg)
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადის 2023 წლის ბოლომდე გაგრძელება, მე აღვიქვი, როგორც Cancel revolutions და ამასთან, როგორც გონივრული ვადა, რათა ქვეყანა ღირსეულად წარსდგეს. ’’ - ამის შესახებ განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში ,, სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან’’.
,,ერთი ვიცი, რომ ძალიან კარგია ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ. შემხვედრი ნაბიჯი ხელშესახები რომ გახდეს ევროკავშირისგან და ნატოსგან, აქაური ხალხის სწრაფვა უფრო გაიზრდება, მეტი ენთუზიაზმი გაჩნდება მათკენ სავალ გზაზე. ორმხრივობის განცდა გაჩნდება ქართულ მოსახლეობაში და ეს იქნება ძალიან კარგი. კანდიდატის სტატუსი განწყობას შეცვლის, მოტივაციას გაზრდის, რომ ვისწრფოთ ევროპისკენ, რომ თურმე, ისინიც გველოდებიან. ვადის გაზრდა, მე აღვიქვი არა მარტო როგორც Cancel revolutions, არამედ, როგორც გონივრული ვადა, რათა ქვეყანა ღირსეულად წარსდგეს. ’’ - განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, თუ რადიკალიზმს არ ექნება მხარდაჭერა, პოლარიზაცია ძალიან მალე დასრულდება.
„,სურვილი მაქვს, რომ გულწრფელი იყოს ეს ყველაფერი და მართლა მოესწროს.მითი ქართული უმანკოების შესახებაც, არ არის სასარგებლო ჩვენთვის. ჯერ იყო და ყველაფერი რუსეთის ბრალი იყო, ახლა შეიძლება ყველაფერი ამერიკის ბრალი გახდეს. საკუთარი ნაკლის დანახვის უნარი თუ არ შევიძინეთ, გარედან რომ შევხედოთ რაც აქ ხდება, ძალიან რთული და მძიმე სანახავია. პარლამენტში ხალხი იყრის კენჭს, იმიტომ რომ არ შევიდეს პარლამენტში, ეს არ უნდა იყოს წახალისებული ევროსტრუქტურებიდან, საელჩოებიდან, არსაიდან არ უნდა იყოს წახალისებული. ეს ხალხი არ არიან სხვა ქვეყნის შვილები, აქაური ხალხია, ვხედავთ მათ, როგორები იყვნენ ხელისუფლებაში, როგორები არიან ოპოზიციაში, რადიკალიზმში თუ არ ექნათ მხარდაჭერა თავისით ისინი რადიკალიზმში ვერ წავლენ და პოლარიზაცია დასრულდება, ძალიან მალე. თუ ეტყვიან, რომ ჩვენ პოლარიზაცია არ მოგვწონს, გაჩერდებიან, ან პოლიტიკიდან წავლენ. როგორც კი სერიოზული ხალხი დაკავდება პოლიტიკით და თავისუფალი აზროვნების ხალხი თვალსაჩინო გახდება, თვითონ გაგრიყავს და მიხვდები, რომ არ არის შენი ადგილი აქ. ადამიანის წამებით არ უნდა დაკავდე პოლიტიკაში.’’ - განაცხადა დავით მაღრაძემ.
0
0