საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს. დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა აღევლინება.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 8 მაისს „შრომის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც უქმე დღის – 12 მაისის სტატუსი ახლებურად განისაზღვრა.
კანონის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საპატრიარქოს ეკუთვნის.
ცნობილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა: “12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და გამოცხადდეს ის ეროვნულ დღესასწაულად“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025