
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის (ნაწილობრივ), დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ოქროყანის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, მუხაძის, ტაბიძის, ახმეტელის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, დადიანის, ძოწენიძის, გელოვანის, გამრეკელის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0