12/04/2024
14:34
სპორტი
“ევროპოპის” ორგანიზებით 2024 წლის 12-13 აპრილს საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართება.
europop forumის ინფორმაციით, tales of play 2-დღიანი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც თბილისში, Factory Tbilisi-ში, დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება.
"სპორტული მოედნების, გალიებისა თუ რბოლის ტრეკების უკან მილიონობით პროფესიონალი დგას, რომლებიც საკუთარი საქმის საუკეთესო ფორმით რეალიზებისთვის ტოპ ათლეტებთან ერთად იბრძვიან.
სწორედ ისინი გაგვიზიარებენ დაგროვილ გამოცდილებას და მოგვითხრობენ ამბებს, რომლებიც ხშირად სცენის მიღმა რჩება, ქართულ აუდიტორიამდე კი რთულად ან საერთოდ ვერ აღწევს.
ევროპოპის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელიც გაიზიარებს." - აცხადებენ ორგანიზატორები.
0
0