15/11/2021
17:34
სამართალი
მისი თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებს და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს.
როგორც გიორგი მუჯირმა აღნიშნა, ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიერ ლეგიტიმურად მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მილიონი ლარი, თუმცა წარმოდგენილი 9 მილიონი ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის თუ სხვა ხარჯებს.
„მათ შორის, იყო გასახდომი, გამახაალგაზრდავებელი, გამაჯანსაღებელი პროცედურები და მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. კერძოდ, ინსბურგში 114 ათასი ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, ელიტარულ კურორტებზე - მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვა, დასვენებისთვის გაიხარჯა თანხები, ასევე მზარეულისთვის, სტილისტისვთვის მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის - ეს 9 მილიონი ლარი არის გადახდილი“ - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, გიორგი მუჯირის განმარტებით, დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა რეალურად აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მილიონ ლარზე.
0
0