15/07/2023
15:36
მსოფლიო
შემზარავი მკვლელობა რუსეთში - 11 წლის გოგონა მეგობრის მამამ მოკლა და ტყეში დამარხა.
ქალაქ სიმში მცხოვრებმა, 11 წლის ქსენია უსტიუგოვას მშობლებმა 9 ივლისს პოლიციაში შვილის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. ორი დღის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ სკოლის მოსწავლე გოგონას ცხედარი ტყეში იპოვეს.
ქსენია უსტიუგოვა უკვე დაკრძალეს. 11 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულია მამაკაცი, რომელიც გოგონას ერთ-ერთი მეგობრის მამაა. გამომძიებლების თქმით, ბოროტმოქმედმა გოგონა თავისი მანქანით ტყეში წაიყვანა, სადაც დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მოკლულის ცხედარი დამარხა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.
36 წლის დიმიტრი მოისეევმა უკვე აღიარა დანაშაული.
დაკავებულის მეუღლემ, მარიამ მედიასთან განაცხადა, რომ არ ესმის, რა დაემართა მის ქმარს. მისი თქმით, მეუღლემ გადაწყვიტა თავისი ქალიშვილისთვის და მისი მეგობრისთვის სახლში წამოსაყვანად პარკში მიეკითხა. კაცმა ქალიშვილი სახლამდე მიიყვანა და თავად უკან წავიდა, რათა ქსენია სახლამდე მიეყვანა. მოგვიანებით სახლში დაბრუნებულმა ეჭვმიტანილმა თქვა, რომ გოგონამ „უარი თქვა სახლში წაყვანაზე და მანქანიდან გზაში ჩამოსვა“.
”მე ვიცავდი მას ბოლომდე, არ მჯეროდა. როგორ შეეძლო? მხოლოდ გუშინ აღიარა“, - ციტირებს მედია დაკავებულის მეუღლის სიტყვებს. მარიამ დაამატა, რომ მისმა ქმარმა იმ საღამოს ორი ბოთლი ლუდი დალია - მაშინ, როცა „საერთოდ არ შეიძლებოდა მისთვის ალკოჰოლის მიღება“.
წყარო: ambebi.ge
0
0