
ბრიტანეთში ვიგტონ მორის დაწყებითი სკოლის მოსწავლემ, ექსი წლის იუსუფ შაჰმა გადაწყვიტა “მენსას” ("მენსა"მსოფლიოში პრესტიჟული ინტელექტუალთა საზოგადოება) IQ ტესტი დაეწერა, რათა გაეგო უმაღლესი შედეგების მქონე ადამიანების ზედა 2% თუ მოხვდებოდა.
“ისე, რა.”
პატარა ბიჭუნამ გასაოცარი ინტელექტი გამოავლინა. ის ინტელექტუალთა უმაღლეს 1%-ში მოხვდა და ისეთი გენიოსების IQ ტესტების შედეგები გააუმჯობესა, როგორებიც არიან ალბერტ აინშტაინი და სტივენ ჰოკინგი.
იუსუფმა ტესტში 162 ქულა მიიღო, რაც ფიზიკოსი და პროფესორი სტივენ ჰოკინგის 160 ქულას სჯობნის.
ალბათ წარმოგიდგენიათ ოჯახის სიხარული ასეთი ამბავის გაგებაზე. იუსუფის დედა ნერვიულობდა, რომ ის ზრდასრულების გარემოცვაში დაიმორცხვებდა და დაშინდებოდა. მგონი, რომ საპირისპირო რამ მოხდა.
“მენსას” ნუ ეხუმრებით
მაინც რა არის “მენსას” IQ ტესტი? “მენსა” მსოფლიოში უდიდესი და უძველესი ინტელექტუალთა საზოგადოებაა იმათთვის ვინც სტანდარტიზირებულ და ოფიციალურ IQ ტესტზე უმაღლეს ქულებს იღებენ. “მენსა” ლათინური სიტყვაა და მაგიდას ნიშნავს - ეს სახელი ორგანიზაციის არსს, თანასწორთა შეკრებას გამოხატავს.
გგონიათ, რომ ისუფს დღე და ღამე ათენდებოდა ტესტისთვის მზადებისას? თუ ასეა, მაშინ ცდებით. ბიჭის ოჯახი მისთვის შესაფერის საშუალო სკოლას ეძებდა და ამავე დროს იუსუფი კლასიკურ სასწავლებელში მოსახვედრად საკმაოდ რთულ გამოცდებს წერდა. მაშინ გაიაზრეს, რომ IQ ტესტი ორივე ვერბალური და არავერბალური აზროვნების დონეს განსაზღვრავდა. ოჯახის თქმით, ტესტის დაწერამდე არაფერი განსაკუთრებული მოსამზადებელი პროცესი არ გაუვლია იუსუფს - “ჩვენ უბრალოდ ის გავაკეთეთ, რასაც ისედაც ვაკეთებდით.”
“განსაკუთრებული შეგრძნებაა სერთიფიკატის ქონა, რომელიც მე მეკუთვის და ჩემი დამსახურებაა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალ ამბებში მოვხვდებოდი, ” - თქვა იუსუფმა.
დედამისმა ხუმრობით დაამატა, რომ იუსუფი ოჯახის წევრებს ხელის დაბანის გარეშე სერთიფიკატის შეხების უფლებას არ აძლევდა.
პატარა გენიოსს ოქსფორდზე და კემბრიჯზე უჭირავს თვალი
იუსუფს გეოგრაფია და ქვეყნების დროშები აინტერესებს, მაგრამ მათემატიკა მისი ნამდვილი გატაცებაა. ის უმაღლესი მათემატიკის შესასწავლადაც მიიწვიეს, მაგრამ ოჯახი ჯერჯერობით მის თავის ტოლებთან აღზრდას ამჯობინებს, სოციალური განვითარებისთვის.
.jpg)
როცა ის 7 წლის იყო, იუსუფმა მათემატიკური ფენომენი აღმოაჩინა,რასაც ოჯახში “იუსუფის კვადრატულ წესს” უწოდებენ. თავისუფალ დროს იუსუფი სუდოკუს თამაშობს და რუბიკის კუბებს ხსნის. სანამ ის თავის ოცნებას აისრულებს და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში, კემბრიჯში ან ოქსპორდში მათემატიკას ისწავლის, მან საშუალო სკოლის მისაღები გამოცდები უნდა დაწეროს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0