26/10/2024
21:45
არჩევნები 2024
"11 500 ამომრჩეველი გამოიკითხა... შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებმა მისცეს ხმა ცვლილებას - საქართველოს მომავალმა თავისი სიტყვა თქვა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების ავტორი კომპანია Harrys X-ის აღმასრულებელი დირექტორი, დრიტან ნეშო "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს.
11 500 ქართველი ამომრჩეველი იქნა გამოკითხული 125 სხვადასხვა უბანზე. რომ გავიაზროთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართო დაფარვა... 12-წლიანი მმართველობის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებმა მისცეს ხმა ცვლილებას. ბევრად მეტი იყო ახალგაზრდა ქალი ამომრჩეველი, ვიდრე წინა არჩევნების დროს და განსაკუთრებით რომ შევადაროთ 2012 წლის არჩევნებს - ეს იყო ყველაზე დიდი მაჩვენებელი ახალგაზრდა ამომრჩევლების.
აქტივობა ქალაქებში ბევრად მაღალი იყო, ვიდრე წინა არჩევნების დროს. 66%-ზე მეტი იყო აქტივობა ქალაქებში მაგალითად თბილისში და ამან ხმების 32% შეიტანა წვლილად საბოლოო შედეგებში. ქალაქის უბნებზე, საღამოს სათებში განსაკუთრებით, მოდიოდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ფენომენი, რომელიც ვნახეთ, ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალი. 18-დან 24 წლამდე იყო გასაოცარი აქტივობა, ახალგაზრდა მამაკაცებიც იყვნენ ძალიან ბევრნი. საქართველოს მომავალმა თავისი სიტყვა თქვა. "ქართული ოცნების" მხარდაჭერა განიცდის კოლაფსს, - განაცხადა ნეშომ.
0
0