
100 წელი „ცხვრის წყაროს“ დადგმიდან - რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში "ცხვრის წყაროს" დადგმიდან 100 წლის აღსანიშნავად გამოფენა მოეწყო.
გამოფენას რეჟისორი რობერტ სტურუა დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული თეატრის მუზეუმში დაცული მასალები, ფოტოები, მაკეტი, ხელნაწერები, სარეპეტიციო დღიურები, კოსტუმები. კონსერვატორიის სტუდენტების მიერ (ნატალია არღანაშვილი, ელენე შავერზაშვილი) შესრულდა თამარ ვახვახიშვილის „ცხვრის წყარო“, რომელიც 100 წლის წინ სწორედ ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა.
ცნობისთვის, 1922 წლის 25 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში მისულმა მაყურებელმა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას „ფუენტე ოვეხუნა“ („ცხვრის წყარო“) იხილა.
0
0
18 მარტს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/03/2026
33 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2026