
საქართველოს ნაკრები ჯერ ფელბერტის ბაზაზეა, სადაც დღეს დახურული ვარჯიში გაიმართა. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრებს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა. გიორგი მამარდაშვილი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და დასძენს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდოდა.
მე პირადად როგორი მოლოდინიც მქონდა ზუსტად ისე განვითარდა ყველაფერი. რთული ჯგუფი იყო. ერთი ქულის აღება შევძელით, თუმცა ჩემი აზრით, მეტიც შეგვეძლო. პორტუგალიასთან რთული თამაში გველოდება. პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია ამ ევროპის ჩემპიონატზე და რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100 პროცენტით დავიხარჯებით იმისთვის, რომ ჩვენი გავაკეთოთ, მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივაცია გვაქვს, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობ, მაგრამ ორმაგი მოტივაციაა, რომ ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ გერმანიაში. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი გულები გავახაროთ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
კომენტარი გააკეთა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ზურიკო დავითაშვილმა.
"შენი ქვეყნის სახელი რომ გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ არსებობს. ის ემოციები, რომელიც მოდის სტადიონიდან, ეს ყველაფერი ბევრს გმატებს," - აღნიშნა ზურიკო დავითაშვილმა.
0
0