26/04/2022
14:51
პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფორმულასთან საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხდება. ინფორმაცია მისი დანიშვნის შესახებ დღეს, „რუსთავი 2“_მა გაავრცელა.
მარგველაშვილის თქმით, არც მსგავსი შეთავაზება მიუღია და არც განხილვა ყოფილა.
"აი, აბსოლუტურად 100%-ით ტყუილია. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა კონტაქტი უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა.
სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო, განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ნიუსქარიშხალის მოწყობას მე ვერაფრით ავხსნი", - თქვა მარგველაშვილმა.
0
0