100-200 კაცის "უწყვეტი" პროტესტი შეცდომაა - რაქვიაშვილი
09/06/2025
10:31
A-
+A

"სეირნობაში დახარჯული ენერგია და ათასობით მიღებული ჯარიმა რომ გმირობასა და "ბრძოლაში" გადის, ესეც არანაკლები შეცდომაა.
100-200 კაცის "უწყვეტი" პროტესტიც შეცდომაა."- წერს "გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"გუშინ ხაზარაძემ გაიხსენა და მართლაც საინტერესოა, გაფიცვები რომ იყო, რატომ გაჩერდა? ანუ შეცდომა იყო და ამიტომ, თუ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მთავრობა ინგრეოდა და ხალხმა უბრალოდ რეჟიმი დაინდო? და თუ შეცდომა იყო, ვინმემ აღიარა, ბოდიში მოიხადა?
სეირნობაში დახარჯული ენერგია და ათასობით მიღებული ჯარიმა რომ გმირობასა და "ბრძოლაში" გადის, ესეც არანაკლები შეცდომაა.
100-200 კაცის "უწყვეტი" პროტესტიც შეცდომაა.
"რუსთაველი ისევ გადაიკეტა" კი ტყუილია. რუსთაველის გადაკეტვას 4000-5000 ათასი ადამიანი სჭირდება. "აქტივისტების პერფომანსის გამო პოლიციამ რუსთაველი გადაკეტა" — ეს უფრო ზუსტი სათაური იქნებოდა.
ტყუილია — "ჩვენ მანდატები "დავტოვეთ" და ამიტომ ქოცებს სანქციები დაუწესეს და პარლამენტი არალეგიტიმურია". მინიმუმ იმიტომ, რომ გახარიას მანდატები არ დაუტოვებია და არც აპირებს, და დანარჩენების მანდატი ქოცებმა თვითონ გააუქმეს. ეტყობა, საკუთარ თავს ერჩოდნენ, არ უნდოდათ "ლეგიტიმურ პარლამენტში" მუშაობა.
გუშინ პროტესტის ერთმა მონაწილემ მკითხა, "დეგენერატები რატომ დაგვიძახეთო?" დავინტერესდი, თუ რას აპროტესტებდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციას იცავს მთავრობისგან, კობახიძის კონსტიტუციას კობახიძისგან იცავს. არა, დეგენერატების ძახილი ყოველთვის სწორი ვერ იქნება. ადამიანი დეგენერატია, თუ ვერ აზროვნებს. მაგრამ თუ შეგნებულად უარი აქვს აზროვნებაზე ნათქვამი ემოციებისა თუ პროპაგანდის გამო, მას კიდევ აქვს შანსი. უბრალოდ, საჭიროა აზროვნება დაიწყოს, კითხვები დასვას. თუკი ვინმე თქვენზე ადრე მიხვდა, რომ "გაფიცვა" თუ რეჟიმის მარშებით დამარცხება იდიოტიზმია, ის კი არ გალანძღოთ, არამედ სცადეთ გაიგოთ, თუ რის თქმა სურს. რადგან, თუ დეგენერატი არ ხართ, ამას მაინც ადრე თუ გვიან გაიგებთ, ოღონდ, დროს რატომ კარგავთ? მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციურ ფონს ვერ უმკლავდებით?
ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც არჩევნების წინ გთხოვათ, რომ დაფიქრებულიყავით. არც ახლაა გვიანი. ზოგადად, ფიქრი კარგი რამ არის. დაფიქრდით და გეშველებათ. ან იყავით "უწყვეტი პროტესტის 4751 დღის იმედად"- წერს რაქვიაშვილი.
0
0
193
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%