
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლოჭინის ხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, სანაძის, ფაღავას, აფშინაშვილის, ჭილაშვილის, წურწუმიას, მაჩაბელის, გიორგი გვაზავას, ოდიშელიძის, ფრონეს, ქვილითაიას, თურმანაულის, ანდრია გუგუშვილის, რაზიკაშვილის, ქიზიყის, მოსტკოვის, გურჯიევის, სავანეს, ცისკარიშვილის, გუმათის, ტიმოთე გაბაშვილის, ოდიშელიძის, საჯაიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ზაალიშვილის, ცისარტყელას და ენგურჰესის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: "ჩალისპირების" დასახლების, ფარნავაზ მეფის გამზირის, ავთანდილის, ფატმანის, მირიან მეფის, ასმათის, დავარის, ტარიელის, პეტრე იბერის, ვახტანგ ჭელიძის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, რამაზის, გიორგი ბრწყინვალის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, პატარა ტბის, წამალაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, მებაღიშვილის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0