
ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა,- ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
“შიდა სასოფლო გზები ჯერ -ჯერობით ვერ იწმინდება, ამ ეტაპზე, სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა იწმინდება. 10 - მდე საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ამ ეტაპზე ცენტრალური გზები იწმინდება. ელექტროენერგია ნაწილობრივ აღდგენილია, შუქის გარეშე 1000 - ზე მეტი ოჯახია დარჩენილი. პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, სამაშველო სამსახურთან ერთად ვეხმარებით”, - აცხადებენ მერიაში.
0
0
სოხუმში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დაეშვა
01/05/2025