
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, სუნდუკიანის, თამაზ გამყრელიძის, ქურდიანის, რომის, წინამძღვრიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, ლეო და ნოდარ გაბუნიების, პაატა დათუაშვილის, ავთო ვარაზის, დანელიას, უჩა ჯაფარიძის, კაპანელის, ალექსანდრე ბანძელაძის, კობარეთის, ინტენსიფიკაციის, ანდრო ჭილაიას, მელიტონ ქანთარიას, ხომლის, თევდორე მხატვრის და ლევან ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან
08/06/2026