
მისი თქმით, დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მეორე ტური იმართება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ. 10 საათის მონაცემებით, ძალიან მაღალია აქტივობა წინა ტურთან შედარებით, მაგალითად თბილისში 5% არის აქტივობა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ვიაქტიუროთ, მეგობრებო, თქვენი თითოეული ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის.
თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამდენი კარგი სამუშაო ჩატარდა დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, მომდევნო წლების განმავლობაში, ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს - მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0