
"ასე იპარავენ ყვავილებს საფლავებიდან" - ამ სათაურით ვიდეოს სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
ამ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
“სასაფლაოდან არაფერი არ უნდა წამოიღო, საკვების გარდა. მაგრამ ამათ სახლში კი არ მიაქვთ, ყიდიან ხელახლა. ჯანდაბას, გაყიდონ, მაგრამ ვინც ყიდულობს საჩუქრად, როგორია?”
“მამის საფლავიდან ბზაც მომპარეს, ყვავილები ძირებიანად. მართლა აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა ამ ხალხისთვის...”
“სახეს რატომ უფარავთ? პირიქით, უნდა გამოაჩინოთ და ნახოს ხალხმა ნაძირლების ხროვა...”
“სასაფლაოდან წამოღებულს და ხელმეორეთ გაყიდულ ყვავილს რა აურა უნდა ჰქონდეს, არც არაფრის გწამთ, ხალხნო და არც არაფრის გეშინიათ? ამ ყვავილს რომ მერე ცოცხალ ადამიანს მიუტანენ. ესე იგი, მართალი ვყოფილვარ, მთელი ცხოვრება იმას ვიძახი, რომ არ მიყვარს ყვავილი ვაზაში, და არც არასდროს მიჩუქნია. მიყვარს დარგული, რომელიც ცოცხალია...”
“ეს გაჭირვების ბრალი არ არის, უსინდისობა ჰქვია ამას.”
“საბურთალოს სასაფლაო ასუფთავებულია სულ, 1 წლის ბავშვის საფლავიდან მპარავენ ყვავილებს... მეტი ფსკერი რაღა გინდათ. ოღონდ სასაფლაოს ადმინისტრაციამაც იცის და ყველასთვის ოქეია..” ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.
0
0