30/04/2023
20:38
პოლიტიკა
მოვედით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ ვართ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის! - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომელიც იმართება ლოზუნგით „მოვდივარ“.
მოვდივარ! ჩვენი ქვეყანა! ჩვენი სამშობლო! ჩვენი საქართველო! რა გინდათ?! რა დაგიშავათ ამ დალოცვილმა მხარემ?! რევოლუციის დაანონსება, ხელისუფლებების ძალადობრივი გზით ცვლა, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, დამცირება და შეურაცხყოფა, უმადურობა და ვანდალიზმი, დაუსაბუთებელი სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და პოლარიზაცია, მუდმივი რყევა და სიმშვიდის დასამარება, „მეხუთე კოლონის“ პარპაში, დანიშნული ცრუ „ელიტა“, უპრინციპო და ანგარებიანი პოლიტიკოსები, მოსყიდული მედია, ფსევდო სამოქალაქო სექტორი და ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი... ეს უკვე ვნახეთ!!! ეს საგანგაშოა!!! ეს აღარ მოხდება!!! ჩვენს უკან შვილები, ოჯახები, საქართველოა!!! მოვედით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ ვართ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის! მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა...
მოვედით, იმ წინაპრის შთამომავალი, კაცობრიობიდან პირველმა, ვაზისგან ღვთაებრივი სასმელი რომ დაწურა და მას სახელად ღვინო დაარქვა... ქართული პოლიფონია, ცეკვა და სუფრის ტრადიცია კი მთელ მსოფლიოში განუმეორებელი მოვლენაა. მოვედით, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერებისა და სამი ანბანის მქონე ერის შთამომავალი... მოვედით, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის შვილები... მოვდივართ ქვეყნიდან, რომელიც დევნილს მასპინძლობას უწევდა და მათ რელიგიურ და ეროვნულ კუთვნილებას არ განასხვავებდა. ჰკითხეთ ჩვენს ებრაელ, სომეხ, აზერბაიჯანელ მეგობრებს, ან ახლახან, თავშესაფრის მიმღებ უკრაინელებსა და რუსებს - როგორი ქვეყანაა საქართველო? და პასუხს როცა მიიღებთ, დაფიქრდით... - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0