1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და "ბიძინობა" სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე - პრემიერი
A-
+A

მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და "ბიძინობა" სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე მდარე განცხადებები გაკეთდა.
„იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
22758
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%