
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, American idol-ის ფინალისტთა შორის ნუცა ბუზალაძის დასახელებას ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს:
"მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ნუცა ბუზალაძე, როგორც უცხოელი მომღერალი, ისტორიაში პირველად მოხვდა საუკეთესო თორმეტ მონაწილეთა შორის. American idol -ში, ამ ეტაპზე, არასოდეს არც ერთი უცხოელი არ გასულა. ეს მოახერხა ქართველმა და ეს მოახერხა ნუცამ. მან აჩვენა მსოფლიოს, რა კარგად მღერის ქართველი. მინდა მოგილოცოთ ნუცას ეს წარმატება და მოგიწოდებთ გულშემატკივრობისკენ. შემოგვიერთდით და ვუგულშემატკივროთ…" - აცხადებს შოთა არველაძე ვიდეომიმართვაში.
როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკულ მეგა შოუში American idol წარმატებით მონაწილეობს, მომდევნო ტურში გადავიდა და TOP 12 საუკეთესო მონაწილეს შორის დასახელდა.
0
0