გუშინ ევროვიზია 2024-ის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა. საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.
“ოეეეე… რუსეთის მონა” – საქართველოს წარმომადგენელს ნუცა ბუზალაძეს ევროვიზიაზე გამოსვლისას დაუძახეს:
შეგახსენებთ, რომ შვედეთში გამართულ ფინალურ კონცერტზე, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ქვეყანა შვეიცარია გახდა – Nemo სიმღერით The Code, რომელმაც, ჯამში 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.
რაც შეეხება საქართველოს, მან ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტასგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა კი სომხეთისგან. მაყურებლისგან კი 19. საერთო ჯამში 34 ქულით საქართველოს 21-ე ადგილზე გავიდა.
0
0