
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.
„ჩემს ტაძრებში დღემდე ასე იყო რომ ნათლიად ერთ, ან ორ ადამიანს ვაყენებდით და ბევრი განაწყენებული წასულა, რადგან ზოგს სამი ნათლია უნდოდა, ზოგს ოთხი. ერთხელ ერთი „მარშრუტკა“ ნათლიებიც მოიყვანეს. უარს ვეუბნებოდი და „სხვაგან რომ შეიძლება“.
ნოემბრის სინოდით როგორც იქნა წერტილი დაესვა ამ საკითხს: „ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით ნათლია უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც მამაკაცი და ქალი; საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“ - წერს სოციალურ ქსელში სასულიერო პირი.
0
0