
კიმ კარდაშიანმა მარტოხელა დედობაზე ღიად პირველად ისაუბრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კარდაშიანი თავის ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან, დაშორების შემდეგ ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთ ცნობილ პოდკასტერთან სტუმრობისას კი, ტელევარსკვლავმა განაცხადა, რომ „ამისთვის ვერაფერი შეგამზადებს".
„მშობლობამ საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტი რამ მასწავლა", - ამბობს კარდაშიანი, - "თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაზე რთული საქმეა. ზოგჯერ, ღამით, ჩაძინებამდე ვტირი ხოლმე. ვფიქრობ, ჯანდაბა, ჩემს სახლში ნამდვილი ტორნადო ტრიალებს-მეთქი".
კიმი ამატებს, რომ ერთდროულად "კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის" თამაში უწევს, რადგან შინ ბავშვებთან მარტოა.
„[მშობლობისთვის] ვერაფერი შეგამზადებს", - აგრძელებს კიმი, - "მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაიცდი. ამისთვის მზად არასდროს იქნები. თუმცა, თანდათან ყველაფერში გაერკვევი და მერე საკუთარი თავითა და მშვიდობიანად ჩამთავრებული დღით იამაყებ".
კარდაშიანსა და უესტს ერთად ოთხი შვილი ჰყავთ: 9 წლის ნორთი, 7 წლის სეინტი, 5 წლის ჩიკაგო და 4 წლის სალმი.
0
0
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
10/03/2025