16/06/2023
18:16
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობისას, ღონისძიების მოდერატორმა, ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი საიმსმა მიმართა, რომ დასავლეთს არ ესმის უკრაინის ბრალდებები უკრაინის ნაციზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნებით ებრაელია.
ამაზე პასუხად, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა:
„ზელენსკი ებრაელი კი არა, ებრაელი ხალხის სირცხვილია“.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე, ჰოლოკოსტის განმავლობაში 1.5 მილიონი ებრაელი იქნა ლიკვიდირებული.
„როგორ შეიძლება ამის უარყოფა?“, - იკითხა პუტინმა.
როგორც გამოცემა Meduza წერს, ამის შემდეგ დარბაზში შეკრებილებს მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების ამსახველი კადრები უჩვენეს.
0
0