-share.jpg)
ყველა, ვინც ნაქირავები კატალიზატორით გადის ტექინსპექტირებას, ბავშვებს წამლავს - ამის შესახებ ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მესხიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ტექინსპექტირების ცენტრები არათანაბარი ძალისხმევით მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად მკაცრია, ზოგიერთი კი ლოიალური, საბოლოოდ კი ისეც ხდება, რომ ავტომობილების მეპატრონენი ავტონაწილებს ქირაობენ, გადიან ინსპექტირებას და შემდგომ ისევ გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილდებიან.
„რომელიღაც ინსპექტირების ცენტრი შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი, ხოლო მეორე ძალიან ლოიალური. ერთგან შეიძლება ავტომობილი „დაბრაკონ“, ხოლო მეორეგან გაატარონ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანები მანქანის ნაწილებს ქირაობენ. მაგალითად, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორებს, საწვავში ურევენ სხვადასხვა ფხვნილებსა და ნივთიერებებს, რომელიც უმატებს ოქტანობას და CO-ს ნაკლებად გამოყოფს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კატალიზატორს ქირაობს, ავტომატურად წამლავს ბავშვებს.“, - აღნიშნა ინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა.
0
0