19/11/2021
16:33
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, უპირველესი ამოცანა ექსპრეზიდენტის სიცოცხლის დაცვაა, ამის შემდეგ კი ოპოზიციამ და ხალხმა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს.
„ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, მასხრად აგდება, რა დღეშიც არის მთელი ჩვენი მოსახლეობა. ეს არის რუსული პოლიტიკა. ეს არის ინსტიტუციების ფეხქვეშ გათელვა, პრეზიდენტის თუ ნებისმიერი ინსტიტუციის შეურაცხყოფა, ევროპული კურსიდან უკვე ინტენსიურად გადახვევა. ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, რა თქმა უნდა, იყო რომ პრეზიდენტს მიეცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მკურნალობა და საფრთხე არ დაემუქროს, ასევე მიეცეს საშუალება, რომ წარდგეს სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიზანი ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაა, რა მიზნითაც ყველა სფეროში კრიზისია შექმნილი, მათ შორის საგანგაშოა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„დღეს, როგორც არასდროს, 30 წლის განმავლობაში, ქართველ ხალხს უდგას საშიშროება, რომ დავრჩეთ მარტო დიდი გველეშაპის წინააღმდეგ, ყველაფერი ამას მიუთითებს, სიღარიბეც, იმპორტირებული ელექტროენერგია რუსეთიდან -98%, თითქმის 100%-ით ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ღვინის 70% რუსეთში გადის, ყველა გზა გადაკეტილია, ანაკლია გაჩერებულია, უმუშევრობა 22%-ია, ხალხის ქვეყნიდან გასვლა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ინვესტიცია ისტორიულ მინიმუმზე, მეტი რაღა ორბიტა არსებობს, ჩავბარდით და ესაა.
ყოველდღე ორ ავტობუს ადამიანს ვასაფლავებთ, საქართველო მსოფლიოში პირველი გახდა სიკვდილიანობით, ეს უნდა დაინახო. ასევე ის, თუ რა დონის გაჭირვებაშია ქვეყანა.
„მასხრად აგდებაა დღეს ქართველი კაცი ასეთ მდგომარეობაში რომაა. ეს არის სირცხვილზე დაბალი, რა მდგომარეობაშიც ამ ხელისუფლებამ ეს პარლამენტი ჩააგდო. ეს ქვეყნის უფსკრულში გადაგდებაა. სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. სახლში ჯდომის და ფეისბუკზე კომენტარების წერის დრო არაა. არასდროს საქართველო ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილა. ისე შეიძლება ამოვყოთ იმპერიაში თავი, რომ ამის გამოსწორება უკვე გვიანი იქნება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
0
0