10/10/2022
00:15
მსოფლიო
რუსი სამხედრო კორესპოდენტი, ალექსანდრე კოცი, „ტელეგრამში“ წერს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა რუსეთში ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს გავლით ჩავიდა.
მისი ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქების ოპერაციაში 2 სატვირთო ავტომობილი მონაწილეობდა, ხოლო გადაადგილების სქემა ასეთი იყო:
„ტვირთი თავდაპირველად საქართველოში, კერძოდ, ფოთის პორტში ზღვით, ბულგარეთიდან ჩავიდა. ტვირთის დამკვეთი უკრაინის მოქალაქე იყო. ამის შემდეგ ტვირთით დაიტვირთა უცხო ნომრიანი სატვირთო, რომლის მძღოლიც დამკვეთს „ვოტსაპის“ მეშვეობით უკავშირდებოდა.
შემდეგ, ფოთიდან სატვირთო ავტომობილი გაემგზავრა სომხეთში, სადაც ტვირთი განბაჟდა და კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ სატვირთო უკვე ლარსის საბაჟოს გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდა.
ბოლო გაჩერება იყო ქალაქი ალმავირი, სადაც ტვირთი სხვა სატვირთო ავტომობილზე გადაიტანეს და სწორედ ეს სატვირთო გაემგზავრა ყირიმის მიმართულებით.
სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამონატაჟებული ტვირთში, რომ ის რენტგენზეც არ გამოჩნდა. აღსანიშავია, რომ ტვირთი ბულგარეთში შეფუთეს. აქედან გამომდინარე, უკრაინის გარდა აფეთქებაში, სავარაუდოდ, უცხოური სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
პირველი სატვირთოს მძღოლი უკვე დაიკითხა და ისევე, როგორც მეორე სატვირთოს მძღოლმა, სავარაუდოდ, მანაც არაფერი იცოდა დაგეგმილი აფეთქების შესახებ“, - წერს ალექსანდრე კოცი.
0
0