10/12/2021
14:59
პოლიტიკა
,,აზრთა სხვადასხვაობა ტიკარაძესა და პრემიერს შორის საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. შესაბამისად, ეს დიდხანს, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენი არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არც პრემიერის ნებასურვილზეა რაღაცები დამოკიდებული. არსებობს პრემიერზე მაღალი პოზიცია და ყველამ ვიცით, რომ ტიკარაძეც, ივანიშვილის და მისი ოჯახის პროტეჟე იყო, სხვაგვარად, ის აქ ვერ მოხვდებოდა და თავად პრემიერიც მისი პროტეჟეა. შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ პრემიერს არ შეეძლო ამის გადაწყვეტა საკუთარი ნება- სურვილით, აღარაფერს ვლაპარაკობ პარლამენტზე. ამიტომ, როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე თანხმობას, რომ ტიკარაძე წასულიყო პოსტიდან, პრემიერმა ვერ მიაღწია. – ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, ბოლო, მნიშვნელოვანი, საკმაოდ ხმამაღალი აზრთა სხადასხვაობა კოვიდპასპორტთან დაკავშირებით იყო.
“თავიდან ტიკარაძე ეცადა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ეთქვა, რომ ყველაფერი ორი გვაქვს ქართველებს, მაგრამ საბოლოოდ, ეს არ გამოვიდა და შესაბამისად, დადგა თემა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. როგორც წესი, ნორმალურ ქვეყნებში ეს ასეც ხდება, როდესაც პრემიერსა და მინისტრს შორის განსხვავებული პოზიციებია, მინისტრები ტოვებენ ხოლმე პოსტს. ჩვენთან სრულად ასე ვერ მოხდა, ტიკარაძე გადადგა თანამდებობიდან, თუმცა ბოლომდე ვერ გაიმეტეს თუ არ გაიმეტეს და დატოვეს პოლიტსაბჭოში. განცხადება , რომ პოლიტსაბჭოში ის ისევ გააგრძელებს რეფორმებს და მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემისა, ძალიან ლაითი განცხადებაა. ტიკარაძე სამი წელი იყო მინისტრი და მისი მინისტრობის დროს არ მახსენდება, რომ რაიმე დასამახსოვრებელი მომხდარიყო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. როცა მას ებარა ეს დარგი, მაშინ ვერ გამოიჩინა ინოვაციური ხედვა და პოლიტსაბჭოდან ინოვაციური ხედვის გამოჩენა არასერიოზულია. ამიტომაც ის გადადგა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მინისტრის პოსტზე, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ნებისმიერი არაცნობილი პირი გახდეს ჯანდაცვის მინისტრი.
,,“ქართული ოცნება“ არის სრულიად არაპროგნოზირებადი, ვიცით ვინც წყვეტს ამას, თუ თვითონ არ ასახელებს ამ კანდიდატს, ყოველ შემთხვევაში, მას უნდა შეუთანხმდნენ. შესაძლოა, მინისტრის პოსტზე ვიხილოთ ვინმე არაცნობილი, საიდანმე მოსული პირი. ასეთი რამ გამორიცხული არ არის, ასეთ რამ არაერთხელ გვინახავს და ვნახავთ კიდეც.'' - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
0
0