06/04/2023
00:33
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში ისაუბრა საქართველოს ე.წ. უკრაინიზაციის თემაზე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მისი და შალვა პაპუაშვილის ერთი წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა.
„ ომის დაწყებიდან რამედენიმე დღეში, 27- 28 თებერვალს, პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედერა. პრეზდენტს მე და შალვა პაპუაშვილი შევხვდით. მისვლისას პრეზიდენტმა დაგვისვა კითხვა- რა გინდათ? გავიკვირვე, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა დ რა უნდა გვინდოდესთქო. ჩვენთვის ეს შეკითხვა მოულდნელი იყო - პრეზიდენტმა გვიპასუხა- ზელენსკი გმირია და თქვენ იყავთ მასეო. სახტად დავრჩი. არ ვიტყვი რა ვუპასუხე. ალბათ მექნება დრო ამაზე საუბრის. ჩვენ რომ შეგვესრულებინა ვიღაცების მოთხოვნა, სუბიექტურად შესაძ₾ოა, ეს მომხიბვლელი ყოფილყო. ეს ცდუნება არსებობს, მსოფლიო მასშტაბით გმირად გამოცხადება. მაგრამ ამასობაში შენი ქვეყანა ნადგურდება, ბავშვები დაიღუპა.... ესაა უკრაინიზაცია, რასაც ვერ დავუშვებდით და ვერანაირი წითელი ხალიჩა ამას ვერ გადაწონიდა. - განაცხადა კობახიძემ
მისი თქმით, ეს არ არის ბრალდება პრეზიდენტის მიმართ, რადგან მაშინ, როგორც ის, ასევე საზოგადოებაც იყო აჟიტირებული.
„იმ გადმოსახედიდან, შესაძლოა, ის აჟიტირებული იყო და იმედი მაქვს, რომ დღეს ასე არ ფიქრობს- ეს არაა ბრალდება, ყველა იყო აჟტირებული და იყო ემოციური ფონი. პრეზიდენტიც გაყვა ამ ფონს. თუმცა, მისგან გაუგებარი განცხადებები კეთდება ხოლმე და ასე იყოსაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროსაც.დღეს რისი იმედიც მაქვს, იმედია, პრეზიდენტი უკადრებელს არასდროს იკადრებს და რაღაცებში პრინციპული იქნება“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0