06/09/2023
11:43
მსოფლიო
ოპერაცია 1 თვის განმავლობაში მზადდებოდა. ხარკოვის ოლქის „ველიკი ბურლუკის“ მერი ევგენი იუნაკოვი რუსებთან თანამშრომლობაში იქნა მხილებული. ოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმი „კავკაზი“ და ადგილობრივ ოფიცერთა დაჯგუფება უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ Economist-ის სტატიაშია აღნიშნული.
როგორც მედიასაშუალება წერს, სპეციალური სამსახურები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს სამიზნეს. მას შემდეგ, რაც ბომბი ააფეთქეს, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავშესაფრებში გაიქცნენ.
ჯგუფი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალაქის გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში დაბრუნდა.
იუნაკოვის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი.
18 თვის განმავლობაში იუნაკოვის მსგავსი ათობით ადამიანი გახდა „კლინიკური“ ოპერაციების მსხვერპლი ოკუპირებულ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.
„ოფიციალური კიევი დუმს იუნაკოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცრის ანდრეი ჩერნიაკის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც უღალატებს უკრაინას და ესვრის უკრაინელებს, უნდა ესმოდეს, რომ მას უთვალთვალებენ და პასუხისგება მოუწევს.
ჩერნიაკმა ივლისში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „მოსადის“ შექმნა არ არის საჭირო, რადგან ის უკვე არსებობს.
„ჩვენ ეს არ გვჭირდება. ის უკვე არსებობს“, - აღნიშნა ჩერნიაკმა.
0
0