09/12/2022
21:26
პოლიტიკა
დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება.-ამის შესახებ გაზეტა.რუ წერს
„საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და ფრენების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს ოთხშაბათს გამართულ ფორუმზე -„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“, ასევე, არაერთხელიყო განხილული სამთავრობო წრეებში“,- განაცხადა კალაშნიკოვმა.
კალაშნიკოვი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები „დაგვიანებულია“, რადგან ხალხს სჭირდება შეუფერხებელი სატრანსპორტო კავშირები რუსეთსა და საქართველოს შორის.
მისი თქმით, 2019 წელს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის გამო დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა ხელი შეუშალა ვიზების საკითხის მოგვარების საკითხს.
„ჩვენ ახლოს ვიყავით ამ საკითხის გადაწყვეტასთან წელიწადნახევრის წინ, მაგრამ შემდეგ გავრილოვთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეაფერხა რუსეთის გადაწყვეტილება ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. (ისევე, როგორც ისინი..ახლოს იყვნენ საკითხის მოგვარებასთან. – Gazeta.Ru) რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე“, - განაცხადა დუმას დეპუტატმა.
0
0