09/10/2021
01:11
საზოგადოება
„ტესტები, რაც მე მინდოდა ჩატარებულიყო, ჩატარებულია. პასუხები არ არის დამაიმედებელი. მას ჩატარებული აქვს შარდისა და სისხლის ანალიზი. სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ დადგება მდგომარეობა რამდენიმე დღის შემდეგ, რადგან აქვს ანემია და მომატებულია ორი მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ ჰქონდა“, - განმარტა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის განწყობის შესახებ, ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს და წონის დაკლების გარდა, არაფერზე ეტყობა, რომ შიმშილობს.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თაფლი და ნატურალური წვენი, ექიმი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტმა წვენი შეიძინა, თუმცა, მომავალ თვემდე რამის შეძენის საშუალება აღარ ექნება.
„წვენი დალია და ფული აღარ აქვს, რომ იყიდოს. აქ როგორი სისტემა ყოფილა, აძლევენ ბარათს, რომელზეც გარკვეული თანხა, 700 თუ სადღაც ასეთი რაოდენობის თანხაა ჩარიცხული. მან ამ თანხის დიდი ნაწილი ტელევიზორსა და საჭირო ნივთებში დახარჯა, მომავალ თვემდე კი აღარ ექნება ბარათის შევსების საშუალება“, - განმარტა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში თაფლი და ნატურალური წვენი შეიძინა, რითაც შესაძლოა ითქვას, რომ ორგანიზმი გამოფიტვის საფრთხის წინაშე არ დგას.
0
0