10/10/2022
13:21
მსოფლიო
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვას ეხმაურება და ტელეგრამ არხის მეშვეობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.
"ზელენსკი კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვას უჩივის. და რას ფიქრობდი შენ, ზელენსკი, შენ შეგიძლია, მაგრამ სხვებს არა?
ე.ი, რვა წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, დონეცკ-ლუგანსკის რესპუბლიკების ქალაქების ინფრასტრუქტურის განადგურება, ატომური ელექტროსადგურის ჭურვებით დაფარვა, ხიდების აფეთქება, მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევა შიძლებოდა, მაგრამ როდესაც თავში მოგხვდა, შეუძლებელი გახდა?
ჩვენ გაგაფრთხილეთ, ზელენსკი, რომ რუსეთს ჯერ რეალურად არ დაუწყია, ასე რომ, იაფფასიანი ადამიანივით წუწუნი შეწყვიტე, მაგრამ უკეთესია, დაბომბვამდე გაიქცე. გაიქეცი, ზელენსკი, უკანმოუხედავად დასავლეთისკენ გაიქეცი.
უკრაინაში ჩატარებული სპეციალური სამხედრო ოპერაციით ახლა უკვე 100%-ით კმაყოფილი ვარ", - დაწერა რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
0
0