14/12/2022
16:04
მსოფლიო
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წინდაუხედავია და მისი უნარები ყოველთვის არ შეესაბამება მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს", - თქვა ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიანა სმიტმა. მან დასძინა, რომ სამხედრო ალიანსმა აღმოსავლეთ ფლანგზე გააძლიერა თავისი ძალები, რათა მოსკოვზე "მაქსიმალური ზეწოლა" მოეხდინა.
ჯულიანა სმიტის თქმით, "ნატოს თითოეულმა წევრმა, იმის მიუხედავად, რომ არ არიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თავისი წვლილი შეიტანეს მის გაძლიერებაში - მაგალითად, აშშ-მა იქ დამატებით 20,000 ჯარისკაცი გაგზავნა.
„კრემლმა გამოავლინა არაკომპეტენტურობა იმით, რომ ის უუნაროა გაუმკლავდეს ისეთ მარტივ საკითხებს, როგორიცაა ლოჯისტიკა და კონტროლი. ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] პუტინის უნარები ყოველთვის არ შეესაბამება მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს“, - დასძინა ჯულიანა სმიტმა.
0
0