
ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, „წამმზომი ჩაირთო“ და თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება სურს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და კიდევ 2 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს - სახელმწიფო დეპარტამენტი
„წამმზომი ჩაირთო. მანევრი აღარ აქვს. ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, „ორირაკლის“ ჩარეცხვა, განვითარების ვექტორის შემობრუნება, 12 პუნქტის ყველაზე რადიკალური ფორმით შესრულება. შესაბამისად, მის ხელში სტატუსის მიღება. 2024-ში სანიმუშო არჩევნების ჩატარება. არა თუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…“, - წერს გია ხუხაშვილი FACEBOOK-ზე.
0
0
მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპს შეხვდება
19/05/2025