
ჰამასმა ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი გოგოს პირველი ვიდეო გაავრცელა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მია სქემი 7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა.
ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გოგონა ასეთ სიტყვებს ამბობს:
„ისინი ჩემს ზრუნავენ, მომცეს წამლები. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დამაბრუნეთ ჩემს მშობლებთან და მეგობრებთან.. რაც შეიძლება მალე წამიყვანეთ აქედან, გთხოვთ".
გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალები:
„ჰამასი ცდილობს თავისი თავი ჰუმანურად წარმოაჩინოს. მაშინ როდესაც ისინი საშინელი ტერორისტული ორგანიზაცია არიან, რომლებიც ბავშვებს, ქალებს, კაცებსა და მოხუცებს კლავენ და იტაცებენ".
0
0