25/12/2021
15:59
სხვადასხვა
,,მოკლედ, ვუყურებ პოსტებს და გაოცებას ვარ. მართლმადიდებელი ქრისტიანი რომ ხარ და იმას წერ, კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობასო, ის მაინც იცით, მართლმადიდებლების უდიდესი ნაწილი ახალ სტილზე რომ არის და დღეს ზეიმობენ შობას? თუ ახალმესტილეობის გეშინია, კათოლიკეებს რაღას ულოცავ და თუ მილოცვა გინდა, დაიწყე მართლმადიდებლებიდან. ეს დღე კათოლიკეების კი არა, ქრისტესშობისაა.
სხვათა შორის, თუ არ ვცდები, საქართველოს ეკლესიის წარგზავნილი სასულიერო პირები ზოგიერთ ქვეყნებში ახალი სტილით მსახურობენ. ისე, ეს კალენდრის ძველი და ახალი სტილია და არა კათოლიკეების. 25 დეკემბერს ზეიმობენ შობას კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიები”.
0
0