
პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობა-ნაგებობებსა და სკვერებს, ქუჩებს...
განახლებული ლანჩხუთის რაიონში ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა ბადრი ვადაჭკორია. რომელიც თავად ლანჩხუთშია დაბადებული.
„ესეც ასე, როგორც იქნა სამყაროში ჩემთვის ყველაზე ლამაზ და ძვირფას ქალაქ-ლანჩხუთამდე მივაღწიე, ლანჩხუთში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე, მეორე საშუალო სკოლის ხის გასაცოდავებული შენობაც მაშინვე დაანგრიეს არიქა ბადრი ვადაჭკორიამ საპატიო-მემორიალური დაფის მიკვრა არ მოგვთხოვოსო... აქ ცხოვრობენ ჩემთვის ყელაზე ძვირფასი ადამიანები თანაკლასელები, რომელთა რაოდენობა თანდათან მცირდება 20 მოსწავლიდან (10-გოგო 10 ბიჭი) თითქმის ნახევარი ვართ დარჩენილი... აქვე ცხოვრობენ ჩემი მეზობლები, ნათესავ-მოყვრები, თუ ჭაბუკობის სიყვარულები, მოკლედ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები...
სამწუხაროდ, ვერც ისე ხშირად ვახერხებ ჩასვლას როგორიც სურვილი მაქვს, მაგრამ მაინც ხომ ჩავდივარ... ჩემთვის რომ ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ქალაქი იყო თავიდან ავღნიშნე, ამ ბოლოს კი მართლაც საგრძნობლად გალამაზდა განსაკუთრებით პრემიერ მინისტრის პროექტ "განახლებული რეგიონების" დასრულების შემდეგ...
საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროგრამის ,,განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი.სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარების, საპარკინგე ზონებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას.
ახლახანს ამ კადრების გადაღებისას ცენტრალურ პარკში, იქ სადაც საბავშვო ატრაქციონებია, თითქოს სპეციალურად მრავალ ბავშვს მოეყარა თავი და გულიანად ერთობოდნენ, ყველაზე აქტიური ჩემი მოგვარე გოგონა აღმოჩნდა, მაშინვე მიხვდებით რომელია... იმ დღესვე ჩემი ძვირფასი თანაკლასელბიც მოვინახულე და ბედნიერმა დავტოვე ჩემი ლაჩხუთი...p.s. ამ ბოლოს ლანჩხუთის სოფლებს საშინელი წყალდიდობები და მეწყერი დაატყდათ თავს, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რამდენიმე კი დაიღუპა, მე მოვიარე ყველა ადგილი და გადავიღე შემაძრწუნებელი კადრები... ლანჩხუთის მერს, არაჩვეულებრივ პიროვნებას ალექსანდრე სარიშვილს და შესაბამის სამსახურს ვთხოვ რომ ჩემი კუთვნილი ჰონორარი ბოლო თეთრამდე გადარიცხოთ დაზარალებულთა ფონდში, ძალიან დიდი მადლობა!,-წერს ბადრი ვადაჭკორია.
0
0