10/06/2022
11:30
სხვადასხვა
მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ რეჟისორ ქეთი დოლიძესთან დაპირისპირების შესახებ, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ისაუბრა.
„მე და ქეთის ის ურთიერთობა რაც გვქონდა, აღარ გვექნება არასდროს, ორივე აღზრდილი ადამიანები ვართ და მე მგონი, ისიც არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა. ჩემმა დუმილმა ბევრი რამ გააკეთა, როცა მე არ ავყევი არც ერთ ჟურნალისტს და არც ქეთის რეპლიკებს. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ ჭკუაზე დადგებოდა - ახლა რომ ამბობს, თურმე ნინელი არაფერ შუაში ყოფილა. საწყენია, ეს თავში რატომ არ იცოდა, ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით. მე ქეთი ძალიან მიყვარს იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი წელი გაგვიტარებია ერთად და მე ამ ურთიერთობას ხაზს ვერ და არ გადავუსვამ. ძალიან ბევრი კარგი წუთები მახსოვს ერთად გატარებული ჭირში და ლხინშიც.
წყენა ძალიან ცოტაა.. თუ შენ ვიღაც ჟურნალისტის გჯერა და ჩემზე ფიქრობ, ისეთ რამეს, რაც არ უნდა იფიქრო, ესეიგი ფასი არ აქვს ჩვენს მომდევნო ურთიერთობას... ის ყოველთვის იქნება, თუ რამე გაუჭირდა ჭირში და ლხინში რასაკვირველია, იქ ვიქნები“. - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე.
ცნობისთვის, ქეთი დოლიძესა და ნინელი ჭანკვეტაძის დაპირისპირება დოლიძის „თუმანიშვილის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
0
0