-share.jpg)
კლინიკა „ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნიც გააჟღერეს.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის ევროკავშირში წასაყვანად.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ამიტომ, დღეს, 26 მაისს, ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოვედით „ვივამედთან“, რათა მივულოცოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე. მან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბევრი რამ გააკეთა.
ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ რუსულ რეჟიმს, რუსულ ოცნებას, რომ მან რუსეთთან ერთად ვერ შეძლოს მათი მზაკვრული მიზნების განხორციელება”,- განაცხადა კაპანაძემ.
მხარდასაჭერ აქციაზე ასევე იმყოფებოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.
აქცია ფოიერვერკებით დასრულდა.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026