03/12/2021
15:10
პოლიტიკა
ჩარკვიანმა მინისტრს ბრალი არაპროფესიონალიზმში დასდო.
„ქალბატონო თეა, ძალიან ყურადღებით გისმენდით და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საოცარი ფრაზა მოვისმინე: ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებას ქართული ცეკვის დროსო, აი ამ დროს ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი, ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი.
თქვენ კულტურის მინისტრი ხართ. მე კი ვარ ის ადამიანი ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას.
სამაგიეროდ თქვენი ხელისუფლების დროს არ არსებობს საყდრისი, აფეთქებულია. ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და თქვენ ანადგურებთ თარიღებს. ჩემი თხოვნაა, ვინაიდან აღარ გენდობათ საზოგადოება, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ზუსტი ანგარიში, სად და როგორ განათავსებთ საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას მოგცემს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0