24/08/2022
13:25
სხვადასხვა
პოეტი ციური ასპანიძე-მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დაარისხეთ ზარები, ხალხო! დაარისხეთ და ითხოვეთ მეზობელი ქვეყნებიდან დახმარება! ღარიბაშვილო! თორემ, თაობები შეგვაჩვენებენ!
მაინცდამაინც აწყური და თისელი, ურავლის ხეობა და საფარაც უნდა გადაიბუგოს? ვაააააა! - იტყვი რამეს და გამომიხტებიან აქ პარტიული ნიშნებით. თქვენი ხმა არ გავიგონო, თორემ! ისედაც გამწარებული ვარ.
გესმით, ხალხოო? გესმით? მარტო ექსკურსიებზე და ტურებით კი არ უნდა ინტერესდებოდეთ მესხეთით, გვიშველეთ, თორემ წაიღებს ყვავ- ყორანი ისევ, როგორც ოდესღაც იყო! ფეხზე დადექ, საქართველოოოოოვ! ვტირი, მესხეთში ვისვენებ. დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა. შავშეთის, ერუშეთისა და მესხეთის ქედი აღარ ჩანს. კვამლშია გახვეული! საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის. წარმომიდგენია, რა ხდება იქ. აწყური – ჩემი მშობლების სიყვარულის ნავსაყუდელია.
გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!”
0
0