19/03/2023
20:48
პოლიტიკა
მწერალ დავით ტურაშვილის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას „უკიდურესად ბინძური“ ადამიანები ლანძღავენ.
„დათო ტურაშვილი არის გამორჩეული ქართველი! ღირსეული, გულიანი, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული! ვინც მას ლანძღავს არის ყველა უბინძურესი ჩემ თვალში, უკიდურესად ბინძური! ჯანმრთელობა მინდა დათოს ვუსურვო და ქვეყნის ისეთივე სამსახური როგორსაც აქამდე ეწეოდა!“, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მწერალმა დავით ტურაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“-ს ეთერში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
ტურაშვილის თქმით, ხელისუფლების „ტროლებმა“ მის შესახებ არაერთი ცრუ ბრალდება გაავრცელეს და მას მიზანმიმართულად „აშავებენ“.
0
0