19/11/2022
15:20
პოლიტიკა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თითქოს სადღაც ვთქვი, საქართველოს ევროკავშირმა არ მისცა სტატუსი იმის გამო, რომ არ ჩავერთეთ ომში, რაც არის არასწორი, არასოდეს მე ცხოვრებაში მსგავსი რამე არ მითქვამს.
ირაკლი კობახიძეს მივმართავ, ვინც არ დადოს მტკიცებულება, რომ მე სადმე მართლა ვთქვი, რომ ევროპამ სტატუსი არ მოგვცა იმიტომ, რომ ომში არ ჩავერთეთ, იმის დედას შე**ცი და ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტ, რომ ჩემთან მიმართებით რამე ტყუილი თქვა, მიიღებ ასეთ პასუხს“, - მიმართა ჯაფარიძემ კობახიძეს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ომში არჩართვის გამო არ მისცეს“.
0
0