29/11/2021
11:59
პოლიტიკა
მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ ექსპრეზიდენტს პროცესზე დასწრების საშუალება ეძლევა.
"მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს სამართლიან სასამართლოზე დასწრების უფლება, თუ არის ამის სურვილი. მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლო პროცესზე. მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლობიანად მოიქცევიან, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0