-share.jpg)
,,პრაიმ ჰაუსი" თამარ ახალკაცმა დატოვა. პროექტმა მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
მიზეზი რეალით შოუში მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც თამარი ჯერ ანის შეეხო ხელით, შემდეგ კი, ,,პრაიმ ჰაუსის" თანამშრომელს დაუპირისპირდა.
,,მოხდა ძალიან ცუდი და არასასიამოვნო ინციდენტი. თამარ ახალკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ანა ქურდაძეს. ხელი ჰკრა და ოთახიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. შემდგომ, თამარი ჩადის პირველ სართულზე და გადამღებ ჯგუფთან შეხვედრის მოთხოვნით, გადის ეზოს გარეთ, რა დროსაც, ,,პრაიმ ჰაუსის" თანამშრომლის მიმართ იჩენს აგრესიას და ცდილობს, მას ფიზიკურად შეეხოს. მონაწილეების და ,,პრაიმ ჰაუსის" თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, გავარიდეთ სახლს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ზომები იქნება გაცილებით მკაცრი.
,,პრაიმ ჰაუსის" თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობისთვის, თამარ ახალკაცი იღებს დისკვალიფიკაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტოვებს პროექტს.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით, ნებისმიერი სახის ძალადობას. და თუკი მსგავსი ფაქტი განმეორდება პროექტში, ყველა ჯერზე, ჩვენი ზომები იქნება უმკაცრესი", - განაცხადა ,,პრაიმ ჰაუსის" წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ.
0
0