26/07/2023
08:54
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ვერ ხედავს თავს იქ, სადაც ვანო მერაბიშვილია.
„ეს პრობლემა არ წარმოშობილა არც შარშან და არც მიმდინარე წელს. 2020 წელს ვთქვი, რომ იქ, სადაც არის ვანო მერაბიშვილი, მე ჩემს თავს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ვერ გადაიაზრა ვერაფერი. ვერ გადაიაზრა ის, რომ 2012 წელს ქართველ ხალხში არსებობდა უდიდესი უკმაყოფილება გამომდინარე ძალმომრეობით, გამომდინარე უსამართლო სასამართლოთი, უსამართლო ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირებით და აი, ეს არ აპატია ხალხმა და არა იმიტომ დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ქალაქები რეაბილიტირდა და ქვეყანა და სახელმწიფო მოდერნიზდა და საინვესტიციო კლიმატი უმჯობესდებოდა. ვერ გაიაზრეს ვერაფერი, ვერ გადააფასეს და ამიტომ ვამბობ, რომ მომავალ წელს, ჰგონია 2004 წელი და მეუბნებიან, რომ რა უფლება მაქვს, გავაკრიტიკო.
ადამიანი იჯდა 7 წელი ციხეში, კი ბატონო [ვანო მერაბიშვილი], გამოვიდა და ვთქვით, რომ არ არის ადვილი 7 წელი იჯდე ციხეში, მაგრამ მიშა სააკაშვილს კახა თარგამაძე რომ დაეკავებინა და 7 წელი მიესაჯა მისთვის და შვიდი წლის თავზე კახა თარგამაძე რომ გამოსულიყო საპატიმროდან და ეთქვა, მე 2012 წელს ვბრუნდები ხელისუფლებაში ოპოზიციიდანო, რა რეაქცია ექნებოდა?“, - ამბობს ნიკა მელია.
0
0