09/04/2023
13:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის საქართველოს ყველა ბრძოლის მემორიალად გადაკეთების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ამ მემორიალში უნდა იყოს გაერთიანებული.
„მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბრძოლა და ყველა ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება, მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ესეც იქნება ძალიან დიდი ნიშანი. უფრო ღირსეულიც იქნება, როცა ან უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და ასევე გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0