09/08/2023
12:25
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი გენერლის რიჩარდ ბარონსის შეფასებით, „ვაგნერის“ ჯგუფი შესაძლოა „რუსეთში დაბრუნდეს და მოსკოვის სასარგებლოდ საქმიანობა გააგრძელოს“.
„“ვაგნერის“ ჯგუფი რუსეთის მთავრობისთვის ძალიან მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გამოყენება იქნება შესაძლებელი.
ის შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ დაბრუნდეს და, თუ ასეა, მაშინ აქამდე ჭორად ჩათვლილი დივერსიული აქტივობა სრულიად მოსალოდნელია.
ბელარუსში კი ნამდვილად არ არსებობს ის სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც პოლონეთი დღეს შეშფოთებულია”, - განაცხადა რიჩარდ ბარონსმა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული დაქირავებული სამხედრო ძალები კარვების ქალაქს აშენებენ, რათა ბელარუსის ზიაბროვკას აეროდრომზე [უკრაინის საზღვრიდან 24,14 კმ-ის დაშორებით] დაახლოებით 1000 მებრძოლი განთავსდეს.
უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ამტკიცებს, რომ ბანაკი გამოყენებული იქნება "დივერსიული მოქმედებებისთვის" ჩერნიგოვის რეგიონში - ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
როგორც ცნობილია, „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გადაასახლეს მას შემდეგ, რაც მან, ივნისში, მოსკოვში შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო რუსეთის უმაღლესი სამხედრო ძალების წინააღმდეგ.
0
0