
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის ფილიპ ინგრამის განცხადებით, რუსეთის არმიის სარდლობაში უკვე მომხდარი (და სავარაუდოდ, კიდევ მოსალოდნელი) ცვლილებები „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება, რომელიც ვლადიმერ პუტინის „პოტენციურ მემკვიდრედ“ ითვლება.
„გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინაში მეომარი რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დაინიშნა, თუმცა ვალერი გერასიმოვი მასზე მაღალ პოზიციაზეა, რომელიც ბრიტანული თვალსაზრისით, თავდაცვის შტაბის უფროსის რანგის ტოლფასია.
გერასიმოვი პუტინის დიდი მოკავშირეა, მან მთავარი როლი შეასრულა 1999 წლის ჩეჩნეთის ომების დაგეგმვისას და მის შემდეგაც; ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2014 წელს ყირიმის ანექსიასა და ახლა უკვე უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“.
სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში ყველა სამხედრო ოპერაციას მეთაურობდა, უფრო დაბალ პოზიციაზე დაინიშნა - გერასიმოვის სამიდან ერთ-ერთი მოადგილე გახდა. თუმცა ამ ყველაფერში „ველური კარტი“ იკვეთება... პუტინი, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების განხორციელებისას, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს როლის გაძლიერებას და ცდილობს შეამციროს „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებული ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის გავლენა, რომელიც „საკუთარ საქმეს აკეთებს“. სწორედ პრიგოჟინის ჯარები მონაწილეობენ ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარე ყველა ბრძოლაში. მას აქვს პირდაპირი კავშირი ვლადიმერ პუტინთან. პრიგოჟინი ბევრ სხვადასხვა სფეროში ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე პუტინის პოტენციური მემკვიდრეა; ის ღიად აკრიტიკებს [თავდაცვის მინისტრს] სერგეი შოიგუს და გერასიმოვს“, - აღნიშნა ფილიპ ინგრამმა.
0
0